saqarTvelos mdinareebi - gujareTiswyali

ტერიტორიული ერთეულები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
სათავე მურყნევი
სიგრძე 43 კმ
აუზის ფართობი 326 კმ²

 

მდინარე თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს მურყნევის მთის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2060 მ. სიგრძე 43 კმ, აუზის ფართობი 326 კმ². მთავარი შენაკადებია მიტარბულა და ბაკურიანისწყალი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი წაღვერთან 3,22 მ3/წმ. ზამთარში დამახასიათებელია ყინულნაპირისი, თოში, ყინულსაფარი. მდინარის ნაპირებზე მრავალი სოფელია გაშენებული, მათ შორის კურორტი წაღვერი.